‘’დნი.რუ"-ს ცნობით,
რუსეთში, სოფელ ხიჟინცში, დილით,
როცა ზოოპარკის თანამშრომელი დათვთან
საკვების მისატანად მივიდა, მას ცხოველი თავს დაესხა.
მსხვერპლი მაშინვე
გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ექიმების დიაგნოზით მამაკაცს რბილი ქსოვილების
დაზიანება აღენიშნებოდა მარცხენა კიდურზე.
სამართალდამცავები ამ
დროისთვის ზოოპარკში მომხდარ სხვა ინციდენტებზეც აგრძელებენ გამოიძიებას. 26 აგვისტოს, დათვი
ცხრა წლის ბავშვს დაესხა თავს.
სამართალდამცავები
ეჭვობენ, რომ ზოოპარკებში უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ არის.
Internet.ge