არასამთავრობო
ორგანიზაციები
- „სამართლიანი
არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო“
არჩევნების
პორტალზე, საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ ინციდენტებს დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე მიმოიხილავენ.
პრეს-კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შეჯამებული მონაცემები, თუ სად ფიქსირდება ყველაზე დიდი რაოდენობის დარღვევები საქართველოს რეგიონებისა და რაიონების მასშტაბით.
ასევე,
რა კატეგორიის დარღვევები იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისას
ყველაზე მეტად.
პრეს-კონფერენცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცენტრალურ 13:00
საათზე გაიმართება.
Internet.ge