მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 5 სექტემბრისთვის
23:55 04.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. იგი კარგია შემოქმედებითი მუშაობისათვის, კონკრეტული შედეგების მიღწევისათვის, უძრავი ქონების, ფასეული ქაღალდების, საამშენებლო მასალის შესაძენად, აბაზანის მისაღებად და მასაჟისათვის. პლანეტების მერკურისა და მარსის ჰარმონია ხელს შეუწყობს გონების კონცენტრირებას, საქმიან წარმატებებს, იდეების რეალიზებას, აზრების საინტერესოდ გადმოცემას. მინერალებიდან სასიკეთოა: აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი, ამეთვისტო. ფერებიდან დადებითია: ლიმონისფერი, ყავისფერი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე. სიზმრები გვამცნობს მნიშვნელოვან ინფორმაციას. მოერიდეთ გარისკვას, სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, აკონტროლეთ საფულე. კარგი დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობისათვის, მეგობრული კონტაქტებისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელებისათვის, მოგზაურობისათვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ცხოველების, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად, ვაჭრობისათვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისათვის. ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესუსტებულია ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი. დღე დადებითია ქალწულისა და მორიელისათვის; უარყოფითია ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|