ტეტანუსით დაავადებული 3 წლის ბავშვს, ინფექციური საავადმყოფოს
რეანიმაციულ განყიფილებაში რჩება. მედიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.
„პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ორგანიზმი სიკვდილს ებრძვის.
დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება ძალიან გვიჭირს“,- განუცხადეს „ინტერნეტ.ჯი“-ს
საავადმყოფოს მიმღებში.
ცნობისთვის, მცირეწლოვანი ოკუპირებული აფხაზეთიდან ოთხი დღის წინ
გადმოიყვანეს. მას სოხუმში ადგილობრივმა მედიკოსებმა სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინეს.
internet.ge