ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აკადემიური
პერსონალის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს.
„აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ყველა ფაკულტეტზე გამოცხადდა. აკადემიური პერსონალის შერჩევას ახორციელებენ სპეციალური საკონკურსო კომისიები ახორციელებენ.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცა ყველა მსურველს, მათ შორის ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილსაც.
კონკურსის
შედეგები ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში. საბოლოო გადაწყვეტილებას
უნივერსიტეტის
აკადემიური
საბჭო მიიღებს, რის შემდეგაც კონკურსის შედეგები შევა ძალაში“, –
აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ,
რომ თსუ გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები პოლიტიკური ნიშნის
მიხედვით თანამდებობებიდან გადააყენეს.
internet.ge