GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტუღუში ადმინისტრაციული პატიმრების კანონით გათვალისწინებული ყველა უფლების რეალიზებას ითხოვს
11:30 06.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ადმინისტრაციული პატიმრების გიორგი ჯიქიას, გიორგი ნაცვლიშვილის, ვახტანგ შაქარაშვილის და კახაბერ მუმლაძის კანონით გათვალისწინებული ყველა უფლების რეალიზება, ასევე შეისწავლოს უფლებადარღვევის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, განიხილოს იმ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებებითაც დაირღვა ზემოაღნიშნულ პატიმართა უფლებები.

როგორც გიორგი ტუღუშის აპარატში განმარტავენ, 2012 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს გიორგი ჯიქიას, გიორგი ნაცვლიშვილს და ვახტანგ შაქარაშვილს, ასევე გარდაბნის დმი-ში განთავსებულ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს - კახაბერ მუმლაძეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში უხეშად ირღვევა მათი უფლებები.

„გ.ჯიქიას, გ.ნაცვლიშვილისა და ვ.შაქარაშვილის  განმარტებით  #2 დმი-ში მათ არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებებით, კერძოდ, ვერ სარგებლობენ პაემნით, ტელეფონით,  გასეირნების უფლებით, არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შხაპი, იქონიონ ჰიგიენის ნივთები, ასევე ჟურნალ-გაზეთები  და რელიგიური ლიტერატურა.

კ.მუმლაძის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ის ვერ სარგებლობს კანონით მინიჭებული უფლებებით,  გარდაბნის დმი-ს ადმინისტრაციამ არ მისცა საშუალება, განცხადებით მიემართა სახალხო დამცველისთვის. მან განაცხადა,  რომ შიმშილობს და ამის გამო ითხოვდა სამედიცინო მეთვალყურეობას და ექიმს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მას არ დაუკმაყოფილდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტმა გაეროს ასამბლეაზე პატიმრების წამების ფაქტებზე ისაუბრა1
ივანიშვილი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასა და მის უსაფრთხოებაზე იზრუნებს2
ქმარმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში სასტიკად ცემა3
თურქეთში 28 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს4
ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმარი გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X