GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"პრესა.ჯი" ბიძინა ივანიშვილის შავი ბუღალტერიის შესახებ სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს
18:39 07.09.2012
დღის სიახლეები
„პრესა.ჯი“ სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს. პორტალის ინფორმაციით, მათ ხელთ ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჟურნალისტებისთვის, „შავი ბუღალტერიის“ გზით გარკვეული თანხების გადახდას ასახავს.  

"დოკუმეტი ხელნაწერი გახლავთ და როგორც ჩანს, ვიღაცის სამუშაო ჩანაწერს წარმოადგენს. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა, ნათლად წარმოაჩენს ოლიგარქის მიერ „ადამიანებით ვაჭრობის“ ფაქტს.

განსაკუთრებით საინტერესოა სიის უკანასკნელი წარმომადგენლის, ნოდარ ჯავახიშვილის მონაცემები. რატომ მოხვდა ჯავახიშვილი „შავ ბუღალტერიაში“ გაურკვეველია, მაშინ როცა სიის ყველა წევრი ჟურნალისტია. 

ბატონ ჯავახიშვილს 150 ათასი ლარი აუღია სალაროდან, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სამაგიეროდ, გათვალისწინებული ხარჯები აქვს ეკა ბერიძეს. მას სულ რაღაც 20 ათასი ეყო, საეთერო პიჯაკებისთვის. 

შალვა რამიშვილი ამ სიაშიც გაუგებრობაშია. რაში დასჭირდა მას რამდენიმე ათასი ლარის საკანცელარიო ნივთები? როგორც ჩანს, ლიუბა ელიაშვილის დის სახელი „ოცნების“ „შავმა“ ბუღალტრებმაც არ იციან. 

ირკვევა ისიც, რომ ალკოჰოლს მიძალებული ვასიკო მაღლაფერიძე „დაბალანაზღაურებადია“. სხვების საპრემიო თანხა ბევრად აღემატება მის 5 000 ლარს. მაგალითად ნათია ლაზაშვილისას, რომელმაც 15 ათასი დოლარი აიღო." - ნათქვამია სტატიაში. 

დოკუმენტი, რომელსაც "პრესა.ჯი" ავრცელებს შემდეგნაირადაა დასათაურებული: "ხელზე გაცემული თანხა"?

გაცემული თანხები კი ასე გამოიყურება:

1. იმედა დარსალია - 32 400 ლარი

2. რუხაძე თამარი - 41 000 ლარი + (10 000 საპრემიო გადანაწილებისათვის)

3. ანა გოჩაშვილი - 15 000 ლარი 

4. ელიაშვილი ლ + და - 65 000 დოლარი (აიღეს ბანკის კურსით დახურდავებული ლარებში)

5. ლეჟავა ნანა - 50 000 დოლარი (გადახურდავებული ლარებში + ავტოტრანსპორტი, ტოიოტას ჯიპი და სხვა წვრილმანი ტექნიკური აღჭურვილობისათვის - 150 000 ლარი) დამატებით ოფისის ქირა, 6 თვის - 18 000 დოლარი

6. შალვა რამიშვილი - 50 000 + საწყობიდან გაიტანა საკანცელარიო ნივთები და ავეჯი (საკანცელარიო და ავეჯის ღირებულება დათვლილი არაა)

7. ყანდიაშვილი ნონა - (ტექნიკური აღჭურვილობა) – 300 000 (გადავეცით დოლარი)

8. მიქიაშვილი - 10 000 დოლარი (სამონტაჟო მოწყობილობა)

9. ბერიძე ეკა - სტუდიისთვის ტანსაცმელი - 20 000 ლარი

10. მაღლაფერიძე - 5 000 ლარი

11. გოგი ახალკაცი - 5 000 ლარი (პრემია)

12. ლაზაშვილი ნათია - 15 000 დოლარი (პრემია)

13. ჯავახიშვილი ნოდარი - სალაროდან აიღო გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის - 150 000 ლარი

სიის ბოლოს არის ციფრებიც, თუმცა, ვინ და რატომ აიღო 10 ათასი ლარი, არ იკითხება. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტი „ქართული ოცნებიდან“ მოაწოდეს. "როცა ჩვენ ეჭვი შევიტანეთ ამ დოკუმენტის რეალობაში და გაგვიჩნდა კითხვა: რატომ იყო სია შედგენილი ფურცელზე, ყოველგვარი ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე? წყარომ „ოცნებიდან“ აგვიხსნა - „ე.წ. შავი ბუღალტერია სწორედ ასეთ ფურცლებზე აღირიცხება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ხელში ჩაუვარდება, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ“... ნათქვამია სტატიაში.

წყარო

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (9-15 ივლისი)1
ვარდნა 39 კმ სიმაღლიდან, რომელსაც 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს (VIDEO)2
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება3
ობამა და პუტინი მშვიდობაზე შეთანხმდნენ4
მარშანია: ხალხი გვითვლის და გვეხვეწება - წადით ხალხო რუსეთში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X