არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოზურგეთში, მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებს“ დაესწრო
21:39 07.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰექტორ ტიმერმანთან ერთად ოზურგეთში მუსიკალურ სპექტაკლს „ვერის უბნის მელოდიები“ დაესწრო.
ჰექტორ ტიმერმანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ორი დღეა იმყოფება, იგი გუშინ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ვანო მერაბიშვილმა არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|