ლონდონის
ჰითროუს აეროპორტში მგზავრების ასობით ჩანთა საკანალიზაციო მილიდან გამოჟონილმა
წყალმა დააბინძურა.
„საბარგო მე-5
ტერმინალში ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო მილიდან გაჟონვას, რის გამოც ასამდე ჩანთა
დაზიანდა. ჩვენ გვესმის, რა არასასიამოვნოა ეს მგზავრებისათვის. ამ დროისათვის
ჩანთები გაწმენდილია და პატრონებს უბრუნდებათ“ - განაცხადეს ავიაკომპანია British
Airways-ში.
გაზეთი Independent წერს,
რომ მე-5 ტერმინალის ადგილზე ადრე გამწმენდი ნაგებობა იდგა.
Internet.ge