სანკტ-პეტერბურგში პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დადგეს. მონუმენტის გახსნა ბოროდინოს ბრძოლის 200
წლისთავთან დაკავშირებით მოხდა. ძეგლი მარატის ქუჩაზე დადგეს.
ბრინჯაოს მონუმენტის
სიმაღლე 4,5 მეტრია. ის პროექტის ავტორის, სკულპტორ იან ნეიმანის ესკიზის მიხედვით
შეიქმნა.
პეტრე ბაგრატიონი,
ქართული სამეფო გვარის წარმომადგენელი, - რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი და
1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომის გმირი იყო.
მასზე ნაპოლეონს უთქვამს:
„რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს - ესაა ბაგრატიონი“.
ბოროდინოს ბრძოლის დროს,
სადაც მისი არმია რუსეთის ჯარების მარცხენა ფლანგს შეადგენდა, სწორედ ბაგრატიონმა
მოიგერია ფრანგების თითქმის ყველა შეტევა.
კონტრშეტევის დროს კი
მძიმედ დაიჭრა მარცხენა ფეხში, ამპუტაციაზე უარი თქვა და 18 დღეში განგრენისაგან
გარდაიცვალა.
Internet.ge