GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის ხელახალი შანსი ეძლევათ
14:18 08.09.2012
დღის სიახლეები

განათლების სამინისტროს ინფრომაციით, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად  საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სულ 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები. აღნიშნული ფაქტი ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალმა კონკურსმა გამოიწვია, რამაც განაპირობა ის, რომ აბიტურიენტთა ნაწილმა, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და  მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ.

„წელს პირველად,  უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა.  არაინფორმირებულობისა და გამოუცდელობის გამო, აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია სასურველი პროგრამები და  ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში“ , – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება: იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, მიეცეთ საშუალება ხელახალი არჩევანი გააკეთონ და მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ ამ კატეგორიის აბიტურიენტებისათვის 11 სექტემბრიდან დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. დეტალური ინფორმაცია  განათლებისა და მეცნიერების სამინისტოროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა1
აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის ხელახალი შანსი ეძლევათ2
მერაბიშვილმა საგარეჯოს ახალი სამედიცინო ცენტრი მოინახულა3
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X