GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სტადიონზე ბოთლების, ხელკეტების, ბლაგვი საგნებისა და ე.წ ლაზერების შეტანა იკრძალება
14:18 09.09.2012
დღის სიახლეები

11 სექტემბერს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უსაფრთხოების სამსახური სტადიონზე ქცევის წესებსა და უსაფრთხოების ზომებს აზუსტებენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, 11 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ სტადიონის ყველა შესასვლელი კარი გაიღება მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე. ფედერაცია მაყურებელს აფრთხილებს სტადიონზე მაქსიმალურად ადრე მივიდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რიგები შესასვლელებში.

ფედერაცია ასევე თხოვს მატჩზე დასწრების მსურველებს, იმოძრაონ და გადანაწილდეთ ბილეთზე მითითებული ადგილებისა და ტრიბუნების მიმართულებით.

მაგალითად: დასავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონე გულშემატკივრებმა იმოძრაონ ყიფიანის ქუჩიდან; აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონეებმა კი - წერეთლის გამზირიდან.

სტადიონის შესასვლელებში დაცვის სამსახური ყველა შემსვლელს დაათვალიერებს.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, იმოქმედებს კანონით დადგენილი აკრძალვები: სტადიონის ტერიტორიაზე ბოთლების, ხელკეტების, ბლაგვი საგნებისა და ე.წ „ლაზერების“ შეტანა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა „ლაზერებს“. სტადიონზე მუშაობს უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოკამერები და ლაზერის გამოყენების შემთხვევაში, გულშემატკივარს მყისვე დაატოვებინებენ სტადიონის ტერიტორიას. რასაკვირველია, იკრძალება დაცულ ტერიტორიაზე (ამ შემთხვევაში - სტადიონზე) არასანქცირებული შეღწევაც (მაგალითად, ღობეზე გადაძრომა).

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საპარლამენტო უმცირესობა ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს1
დაცვის პოლიციის თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურებში გადანაწილდებიან2
კანის თბილისური კვირეული იხსნება3
პოლონეთის გენპროკურატურა ლეხ კაჩინსკის ოჯახის ეჭვებს არ იზიარებს4
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსება შემცირდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X