GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ლ.გ. ჯგუფის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
13:40 10.09.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის  2012 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ”ლ.გ. ჯგუფის” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელემ განმარტა, რომ მათ კომპანიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებისა და ამავე წლის 24 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, დაეკისრა დამატებითი ღირებულების გადასახადი - 11811, 31 ლარი.

აღნიშნული მოსარჩელემ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისი საჩივრით  მოსარჩელემ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართა, რომელმაც 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ, კერძოდ, კი ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა საჩივარი. მოსარჩელე არ დაეთანხმა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და მიმართა სასამართლოს.

მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ  სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა შპს "ლ.გ. ჯგუფმა" საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა, კერძოდ, შეამცირა თუ არა მან 2010 წლის მარტის თვის დღგ-ს დეკლარაციის წარდგენისას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს თანხები, მოპასუხე მხარეს არ აქვს სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ შპს "ლ.გ. ჯგუფისთვის" 7 207,54 ლარის დღგ-ს ჩათვლის გაუქმება და მისთვის სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს ძირითადი თანხის - 7 207,54 ლარის გადასახდელად დაკისრება, უკანონოა.     

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის სააპელაციო სასამართლო ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს განიხილავს1
ლიბიაში მოკლული ამერიკელი ელჩი დღიურში წერდა, რომ „ალ-ქაედას“ დასახვრეტთა სიაში იყო2
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა3
სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე განცხადებას ავრცელებს4
ისრაელსა და საქართველოს წარმომადგენლებმა უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი განიხილეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X