GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სარჩევნო სუბიექტებისთვის უწყებათშორისი კომისია ადგილობრივ თვითმართველობებს რეკომედაციას აძლევს
16:19 10.09.2012
დღის სიახლეები

სარჩევნო სუბიექტებისთვის  კამპანიის სრულფასოვნად წარმოების მიზნით უწყებათშორისი კომისია ადგილობრივ თვითმართველობებს რეკომედაციას აძლევს.

ამ წუთებში კანცელარიაში უწყებათაშორისი კომისიის წევრები პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც  თამარ  კინწურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიას პოლიტიკურმა პარტიებმა იმ სირთულეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც გარკევულ რეგიონებში მათ ბეჭვდითი საარჩევნო სააგიტაციო მასალების საჯარო ადაგილებზე განთავსების თვალსაზრისით ექმნებათ.

„იმისთვის, რომ საარჩევნო სუბიექტებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა მიეცეთ, კომისია ადგილობრივ თითმართველობებს მოუწოდებს იმ ადგილების არეალი გააფართოვონ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იქნება შესაძლებელი და ასეთი ქმედებები მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში შეზღუდონ: კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში-საკულტო და კულტურული მემკვიდრეობით შენობა-ნაგებობებზე, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე, საგზაო ნიშნებზე. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები, ცალკელული არქიტექტურული ობიექტები, იერ-სახისა და მათი მხატვრულ-ესთეთიკური ღირებულებების მქონე ადგილებში. შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონულ ბოძებზე, ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის განთავსება კერძო პირების, ან ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ შენობებზე, მათ მფლობელთა თანხმობის შემთხევევაში შეიძლება განხორციელდეს,“-განმარტა კინწურაშვილმა.

კინწურაშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმართველობებს ასევე მოუწოდებენ, მოახდინონ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება იმ ადგილების შესახებ, სადაც სააგიტაციო მასალების განთვსებაზე შეზღუდვა ვრცელდება და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია ცესკოს ორგანიზაციის ვებ გვერდზე განთავსების მიზნით. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს ტერიტორიაზე წყალდიდობაა მოსალოდნელი1
კაფეში კავკასიელების შეჭრისა და თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება (VIDEO)2
ლაშა შუშანაშვილი საპყრობილეში იმყოფება3
სტუდენტებმა თავდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობა დაიწყეს4
ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ტექნიკურ დელეგატად დაინიშნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X