მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 11 სექტემბრისთვის
23:44 10.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ძირითადი ყურადღება გადაიტანეთ “სტრატეგიულად” მნიშვნელოვან საკითხებსა და საქმეებზე. აქტიური მოქმედება და წარმატების რწმენა ხელს შეუწყობს პოზიტიური შედეგის მიღებას. მეტად დაეყრდენით ინტუიციას, კარგია ლოცვა. დამთხვევები შემთხვევითი არ იქნება, ამიტომ ითხოვს ყურადღებას. რთული დღეა ქორწინებისათვის, სახლის მშენებლობისათვის, საცხოვრებელ ადგილის შესაცვლელად, ფულის ვალში ასაღებად. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით. გადაამოწმეთ საბუთები, სანამ მათ ხელს მოაწერთ. მინერალებიდან სასიკეთოა: ყვითელი იასპი, ლაბრადორი, ამაზონიტი, ზურმუხტი, მალაქიტი. ფერებიდან დადებითია: ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი, ვერცხლისფერი, ცისფერი, იისფერი, მწვანე. სიზმრებს ნუ დაუჯერებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი მუშაობისათვის, საყოფაცხოვრებო-საოჯახო საგნების, ავეჯის, ხალხური შემოქმედებისა და ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარიატის შესაძენად, ბავშვის ჩასახვისათვის, ვაჭრობისათვის, საოჯახო-სანათესავო ურთიერთობებისათვის, ტრადიციების დასაცავად, სასამართლო პროცესების დასაწყებად, მცენარეების დარგვისა და მორწყვისათვის, ცხოველების შესაძენად. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი. დღე დადებითია კუროს, თხის რქისა და თევზებისათვის, ხოლო უარყოფითია ლომისა და სასწორისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|