საფეხბურთო
მატჩთან დაკავშირებით, თბილისში გარკვეული სატრანსპორტო შეზღუდვები წესდება. როგორც ქალაქ თბილისის მერიაში განმარტავენ,
დღეს
ეროვნული
სტადიონის
მიმდებარე
ქუჩებზე მოძრაობა თამაშის დასრულებამდე შეიზღუდება, დროებით აიკრძალება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება.
საღამოს
19:00 საათიდან
მეტრო
"წერეთლიდან"
თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, ასევე ცაბაძის, დიდუბისა და ყიფიანის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივად შეწყდება.
„აღნიშნულიდან
გამომდინარე,
შეიცვლება
ავტობუსებისა
და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ამომწურავი ინფორმაცია ალტერნატიული მარშრუტების შესახებ, მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22 მიიღოს. ასევე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს თბილისის მეტროპოლიტენი. კერძოდ, დაემატება შემადგენლობები და ერთი
საათით გახანგრძლივდება
სამუშაო დრო“,-
აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, 2014 წლის მსოფლიო
ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დღეს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა
"დინამო არენაზე" 21:30 საათზე დაიწყება.
internet.ge