ალა ბორისოვნა სუროგატ დედას ეძებს, რადგან სურს,
მეუღლეს მემკვიდრე აჩუქოს.
პრიმადონა აღიარებს, რომ წარმოუდგენლად ბედნიერია იუმორისტ მაქსიმ გალკინთან
თანაცხოვრებით, თუმცა მათ ბედნიერებას ბავშვი აკლია.
როგორც ცნობილია, თავად ალა პუგაჩოვას უკვე საკმაოდ
დიდი შვილი და შვილიშვილებიც ჰქყავს, თუმცა მაქსიმ გალკინისგან მემკვიდრე არ
ჰყავს.
ალა ბორისოვნამ აღიარა, რომ ძალიან უნდა პატარა
ბავშვი. მას შესთავაზეს კიდეც დონორი, რომელიც 9 თვე მის შვილს მუცლით ატარებდა.
ახლა მომღერალი ხშირად ფიქრობს: იქნებ ღირდეს კიდეც ამის გარისკვა ბავშვის გამო.
ასევე ფიქრობს იტალიისა და ისრაელის კლინიკებს
მიმართოს.
როგორც ჩანს, მომღერალი უკვე მართლაც ანგარიშს
უწევს თავის ასაკს, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ და არცთუ ახალგაზრდა ასაკში, როცა
ფილიპ კირკოროვის მეუღლე იყო, მან გარისკა და დაფეხმძიმდა, თუმცა მუცელი
რამდენჯერმე მოეშალა.
Internet.ge