“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დღეს, წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ცნობილა, რომ ანგარიშში განხილულია არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საკითხები 2011 წლის 1-ელი ოქტომბრიდან
2012 წლის
1-ელ აგვისტომდე. კერძოდ, დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევები. ამასთანავე, განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები.
კვლევა
პროექტის
"გამჭვირვალე
და ანგარიშვალდებული
პოლიტიკური
ფინანსები
საქართველოში"
ფარგლებში
განხორციელდა.
პრეზენტაცია
13:00 საათზე,
სასტუმრო
"რედისონ
ბლუ ივერიაში" გაიმართება.
internet.ge