GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებს სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ახალი ცვლილებები გააცნო
12:20 12.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა პედაგოგებს, სერtიფიცირებასთან დაკავშირებით ახალი ცვლილებები გააცნო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სერtიფიცირება გადადის სკოლებში და აღარ იქნება საგამოცდო ცენტრებში, რადგან პრეზიდენტის თქმით, ეს დამამცირებელი იყო.

ასევე, შემცირდება გამოცდების საათები, 5 საათიანი გამოცდები, რომლებიც პედაგოგებს უტარდებოდათ 2 საათიან რეჟიმზე გადავა. მესამე ცვლილება კი, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, არის ის, რომ მასწავლებლების ატესტაციისათვის ახალი კრიტერიუმები იქნება.

„პედაგოგების კვალიფიკაცია გაიზომება ასევე იმითი, თუ რამდენმა მისმა მოსწავლემ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, რა აკადემიური მოსწრებაა, როგორ ტარდება გაკვეთილები. ეს საკითხები არ იქნება გადამწყვეტი, მაგრამ იქნება ერთ-ერთი კომპონენტი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი წლის ბოლოსთვის პრაქტიკულად აღარ იქნება სკოლები, რომელიც აღდგენილი არ იქნება. „ვხარჯავთ ძალიან ბევრ ფულს, რომ სკოლები გაკეთდეს მაღალ დონეზე“,-დასძინა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი  ერთიანი ეროვნული  გამოცდების ცენტრის მუშაობასაც შეეხო, მისი შეფასებით,  გამოცდების ცენტრი იყო კანტორა, რომელიც წელიწადში ერთხელ იხსნებოდა, ერთი თვე მუშაობდნენ და ხელფასები თვეში 15 000 ლარამდე ჰქონდათ.

მისი თქმით, ცენტრში ვითარება შეიცვლება და როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება და გრანტების მოპოვება წელიწადში რამდენჯერმე შეეძლებათ.

„ჩვენი ამოცანაა მასწავლებლების დონის გაუმჯობესება და მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ. ზოგიერთი პედაგოგებს დაჭერით ემუქრება, მაგრამ ეს არასერიოზულია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა პედაგოგებს სერტიფიცირების გავლა მიულოცა და განაცხადა, რომ ისინი არიან იმედი, რომ ამ გამოცდების გავლას სხვებიც შეძლებენ.  


Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ზაქარია ქუცნაშვილი: პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით1
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა2
მაია ფანჯიკიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა3
დავით ბაქრაძე ფეისბუქში მიმართვას აქვეყნებს4
ლევან გაჩეჩილაძის შვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X