სათვალეების მწარმოებელმა
კომპანიამ Optics Schilling-მა შექმნა რეკლამა და მასში გამოიყენა ფრესკა იესო
ქრისტეს გამოსახულებით, რომელსაც ცოტა ხნის წინ
80 წლის ესპანელმა ქალმა რესტავრაცია წარუმატებლად ჩაუტარა.
პოსტერზე, სახელწოდებით
„ბებია“ გამოსახულია ქალი კომპანიის სათვალეში, უკანა ფონზე კი მოლბერტი ჩანს -
რესტავრირებული ფრესკით. სარეკლამო კამპანიის სლოგანია „გამოიხედე და დაინახე
უკეთესად“. პოსტერი კომპანიისთვის ჩილეში სააგენტო Inbrax-მა მოიფიქრა.
შეგახსენებთ, რომ
აგვისტოს თვეში იესოს ფრესკის რესტავრაციის ისტორიამ სკანდალი გამოიწვია. მრევლმა,
80 წლის ქალმა სესილია ხიმენესმა, ქალაქ ბორხაში, ერთ-ერთ ადგილობრივ ტაძარში
საკუთარი ძალებით დაიწყო ფრესკის რესტავრაცია. ექსპერტებს კი, რომლებიც ნამუშევრის
შესაფასებლად მიიყვანეს, ფრესკის ნაცვლად
უცნაური გამოსახულება დახვდათ.
Internet.ge