„ლაგუნა
ვერესთან“ მდებარე ესტაკადაა,
რომელიც 248 მეტრი სიგრძისაა უკვე დასრულებულია.
ბეტონის
ახალი ესტაკადა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. მისი საშუალებით, ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას. ახალი ესტაკადა ორივე მხრიდან ბეტონის თვალამრიდებითა და საგზაო ნიშნებით აღიჭურვა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე თვეში დასრულდება ასევე, მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით კიდევ ერთი ესტაკადის მშენებლობა, რაც სატრანსპორტო ნაკადებს შესაძლებლობას მისცემს 3 დონეზე ერთდროულად იმოძრაონ და მინიმალურ დროში შეძლონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
ქალაქში
მიმდინარე
ესტაკადების
მშენებლობაზე
სულ 800-მდე ადამიანი დასაქმდა.
„ლაგუნა
ვერესთან“
მიმდინარე
სამუშაოები
დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათავლიერა და ესტაკადების მშენებლობზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
internet.ge