ჭიათურაში,
XI საუკუნის
კაცხის ტაძრის რეაბილიტაცია იწყება. უძველესი
სვეტის
ირგვლივ, მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც არის დაგეგმილი.
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფელ
კაცხში ჩავიდა.
ვაჩეიშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და მათ ძეგლის გადარჩენისა და რაიონის ტურისტული გარემოს ახალ პერსპექტივებზე ესაუბრა.
internet.ge