GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსწავლეებისთვის ”ევროპის დღის” აღსანიშნავად რამდენიმე სახის კონკურსი ცხადდება
15:21 11.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, ”ევროპის დღის” აღსანიშნავად რამდენიმე სახის კონკურსს აცხადებენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარდება, ნახატების კონკურსი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”თბილისი ევროპული ქალაქი”. ასევე, ფოტო-კონკურსი  VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”თბილისი ევროპული ქალაქი და ვებ-კონკურსი  VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”ჩვენ ვიცნობთ ევროპას”.

დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონკურსების პრეზენტაცია თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და   ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა  კონკურსის პირობები 77-ე სკოლის მოსწავლეებს პირადად გააცნეს.

ნახატების კონკურსში ”თბილისი ევროპული ქალაქი” მონაწილეობას  თბილისის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამავე თემაზე ფოტოკონკურსში მონაწილეობას თბილისის სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან. სკოლებში საუკეთესო ორი ფოტო და ნახატი შეირჩევა, რომელიც რესურსცენტრებში 24 აპრილამდე უნდა იყოს წარმოდგენილი.

საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალური კომისია  შეარჩევს, მათაგან  კი,  I, II, III ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან. საუკეთესო ნახატები და ფოტოები გამოიფინება, ხოლო გამარჯვებულებს თბილისის მერია, საკრებულო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრიზებით დააჯილდოებს.

4 მაისს მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ვებ-კონკურსში ”მე ვიცნობ ევროპას”, სადაც პასუხს 70 კითხვას გასცემენ. ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მეტ კითხვას გასცემს სწორად პასუხს, გამოცხადდება გამარჯვებულად და დაჯილდოვდება.

ევროპის დღე სათავეს 1950 წლიდან იღებს. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი პარიზში ევროპული ინტეგრაციის იდეით გამოვიდა, ამიტომ 9 მაისი მიჩნეულია, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. როგორც წესია, ამ დღეს ევროპაში აღნიშნავენ ოფიციალური ღონისძიებებით, ოფიციალური გამოსვლებით, ფესტივალებით, გამოფენებით.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ1
ცესკოს პირველადი მონაცემები მცხეთა-მთიანეთში2
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი3
იური ჩაუსოვი: ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შანსი ნულის ტოლია4
მთავრობის კანცელარიის უფროსად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X