9 წლის ხლოია დაფინი ოცნებობს, რომ თანაკლასელებივით შეძლოს საყურის
ტარება. ექიმების ძალისხმევით მისი ოცნება რეალობად იქცევა.
გოგონა იშვიათი თანდაყოლილი დაავადებით გოლჰენდჰარის სინდრომით
დაიბადა. ეს არის კბილების, ყურის ნიჟარის და სასმენი გზების ანომალია სახის ნაწილის
ჰიპილაზიასთან ერთად.
გოგონა მარცხენა ყურის გარეშე და განუვითარებელი ცალი ყბით გაჩნდა.
მან უამრავი ოპერაცია გაიკეთა და ახლა მიზანთან ახლოსაა. მას ყური და
ყბა ექნება, ექიმები კი ჰპირდებიან, რომ ყურებს თავადვე გაუხვრეტენ იმ
ვაჟკაცობისათვის, რომელიც მას ოპერაციისთვის სჭირდება.
როცა გოგონა პატარა იყო, ექიმებმა უთხრეს, რომ გარკვეული ასაკის
მიღწევის შემდეგ მის სახეს მისვე ნეკნისგან აღადგენდნენ. ასეც მოხდა. ნეკნისგან
დამზადებული ყური უკვე მიაკერეს.
6 თვის შემდეგ კი მეორე ოპერაციასაც ჩაუტარებენ, რომ ყურის უკანა
ნაწილი თავისგან განაცალკევონ და სმენა აღუდგინონ. კიდევ ერთი ნეკნი კი ხლოიამ
ყბისთვის უნდა დათმოს, რათა სახის მარცხენა ნაწილიც გაუსწორონ.
Internet.ge