ტაილანდის პოლიციამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის
სახურავზე 6 ვეფხვი აღმოაჩინა, რომლებიც გალიაში ცხოვრობენ.
ხუთი მამალი და ერთი დედალი არასათანადო პირობებში
იმყოფებოდნენ.
ვეტერინარებმა დამამშვიდებელი საშუალებებით ვეფხვების დაძინება და შესაბამის
ადგილზე გადაყვანა მოახერხეს.
პატრონი ამტიცებდა, რომ ცხოველების ყოლის უფლება
ოფიციალურად აქვს მიღებული, თუმცა სამართალდამცველებთან კონტაქტის შემდეგ ის
გაიქცა. ახლა პოლიცია ადგენს, როგორც
მოხვდნენ გარეული ცხოველები საცხოვრებელ კორპუსში.
Internet.ge