უკრაინაში
შემზარავი ტრაგედია მოხდა.
24 და 22 წლის
ცოლ-ქმარი სოფელ რადენსკოეს ტყეში ხეზე ჩამოკიდებულები იპოვეს.
სამართალდამცველების
თქმით, წყვილის მშობლებმა ქორწინების შესახებ არაფერი იცოდნენ.
მილიციამ
დაადგინა, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდა სახსრები ერთობლივი ცხოვრების
გასაგრძელებლად, - ცოლმა წელს დაამთავრა უმაღლესი, მამაკაცი კი ჯერ ისევ
სწავლობდა.
ზაფხულში ისინი
რადენსკოეში ქალის ბებიასთან ჩავიდნენ, სადაც ფარდულში ცხოვრობდნენ.
სექტემბრის
დასაწყისში კი ბანკიდან სამომხმარებლო კრედიტი აიღეს - 100 გრივნა, რომლითაც
კვების პროდუქტები იყიდეს, რათა ბოლო - გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოეწყოთ და
თოკები ეყიდათ თავის ჩამოსახრჩობად.
ფარდულში
წერილი დატოვეს, რომელშიც ისინი პატიებას ითხოვდნენ, შემდეგ კი ტყეში გავიდნენ და
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
Internet.ge