დღეს მიღებულ ინფორმაციას შეგიძლიათ ენდოთ, თუმცა, შემდეგი კვირიდან ნებისმიერი
ინფორმაცია სჯობს გადაამოწმოთ. ნუ აჰყვებით ილუზიებს და ეცადეთ არ დაკარგოთ სიტუაციაზე
კონტროლი. ნუ მოწყვეტთ ყვავილებს. ნუ გადაღლით თვალებს.
მინერალებიდან სასიკეთოა: ამეთვისტო, ზურმუხტი, სელენიტი, მალაქიტი, ვარდისფერიკვარცი, ყვითელი და მწვანე იასპი.
ფერებიდან დადებითია: ყვითელი, ნაცრისფერი,
ყავისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ოქრისფერი.
სიზმრები გვამცნობს მომავალი სირთულეების შესახებ. სასიკეთო დღეა დასუფთავება-დალაგებისათვის, სწავლისათვის, საქმიანი მიმოწერისათვის, ვაჭრობისათვის, დიეტის დასაწყებად,
თმების შესაჭრელად
(შემდგომ ნელა გაიზრდება), ციფრული მასალის ანალიზისათვის, ქიმწმენდისათვის, ტექსტების რედაქტირებისათვის.
სხვათა თხოვნის გარეშე მათ საქმეებში ნუ ჩაერევით. დღე არ უწყობს ხელს ქორწინებასა და სასიყვარულო შეხვედრებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ხელმძღვანელთა კრიტიკასა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
დღე დადებითია კირჩხიბისა და ქალწულისათვის. უარყოფითია მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.
Internet.ge