23 გოგონამ, რომელსაც ყველაზე საშინელ ქალს უწოდებენ, თავის ცხოვრებაზე წიგნი დაწერა
მას მსოფლიოში
„ყველაზე საშინელ ქალს“ უწოდებენ და დასცინიან.
23 წლის ამერიკელი
ლიზა ველასკესი 26 კილოს იწონის უიშვიათესი დაავადების გამო, რომლის გამოც მას
საერთოდ არ გააჩნია კანქვეშა ცხიმი, ეს კი ლიზას მოსიარულე ჩონჩხს ამსგავსებს. მას
დღეში 60-ჯერ ჭამა და მაღალკალორიული საკვების მიღება უწევს, თუმცა წონაში მაინც
ვერ იმატებს.
ამ
მდგომარეობის მიუხედავად, ის უკვე მეორე წიგნს წერს, რომელშიც თავის ცხოვრებას
აღწერს. პირველ წიგნში კი ურჩევს ქალებს, ისწავლონ, როგორ გახდნენ უნიკალურები, როგორ
იყოლიონ კარგი მეგობრები და როგორ შეეგუონ ნეგატივს.
ლიზამ ამ წიგნთან დაკავშირებით ტელეინტერვიუც მისცა.
- მე ადამიანი
ვარ, ამიტომ გული მტკივა, მაგრამ არ გავტყდები. ზოგჯერ ვხედავ, როგორ დამცინიან -
ამბობს ის და დასძენს, რომ სულაც არ სურს ჰგავდეს რომელიმე ცნობილ ადამიანს.
ლიზას
დედა ამბობს, რომ ექიმებს ვერც წარმოუდგენიათ, როგორ გაძლო მისმა შვილმა ამდენ
ხანს ცოცხალმა.
როცა
პატარა იყო, ის თოჯინის ტანსაცმელს ყიდულობდა, რომ შვილისთის ჩაეცმია, - ისეთი
პატარა იყო. ექიმები უარეს მომავალს
წინასწარმეტყველებდნენ - რომ გოგონა ვერასოდეს ივლიდა, ილაპარაკებდა, შეჭამდა... 2
წლის ასაკში მას 5 თვის ბავშვის პარამეტრები ჰქონდა.
ბავშვობაში
ცალი თვალით დაბრმავდა, ექიმებმა მიზეზი ვერ გაარკვიეს.
მათი
თქმით, ლიზას იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, რომლის განვითარებასაც
მედიკოსები ვერ პროგნოზირებენ. თავად ლიზა კი ამბობს, რომ მან უკვე ისწავლა თავის
საშინელ დაავადებასთან ერთად ცხოვრება.
Internet.ge