14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი იწყება. ამასთან დაკავშირებით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს აღავლენს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის
დაწყებას აღნიშნავს. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა
უძველესი დროიდან მოდის.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი
სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა, ასევე, 312 წლის
14 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც
ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.
internet.ge