სახალხო დამცველის ინფორმაციით ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმართა უფლებების რეგულარულად ირღვევა
საქართველოს
სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, გეგმური მონიტორინგი ქუთაისის #2 და გეგუთის
#14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელა.
სახალხო
დამცველის
განცხადებით,
მონიტორინგის
წინასწარი
შედეგები ცხადყოფს, რომ ქუთაისის #2 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ხდება პატიმართა უფლებების რეგულარული დარღვევა. ადგილი აქვს პატიმართა მიმართ განხორციელებული
არასათანადო
მოპყრობის
მრავლობით
შემთხვევებს.
„მიგვაჩნია,
რომ ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა გახდეს სასჯელაღსრულების
სამინისტროს
ხელმძღვანელობის და საგამოძებო
ორგანოების
განსაკუთრებული
ყურადღების
საგანი. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს
მკვეთრად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება დახვდათ გეგუთის #14 დაწესებულებაში.
მონიტორინგის
შედეგები ცხადყოფს, რომ აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელობამ
გაითვალისწინა
სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია, რაც მისასალმებელი ფაქტია“,-
ნათქვამია სახალ;ხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გეგმური
მონიტორინგის
დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში
პატიმრებისთვის
გაწეულ სამედიცინო მომსახურებასაც.
„ქუთაისის
#2 დაწესებულებაში
განთავსებული
მსჯავრდებულები
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის წევრებთან გასაუბრებისას აღნიშნავენ, რომ თანამშრომლები მათ როგორც წესი ექცევიან უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად. პატიმრების თქმით, ისინი ცდილობენ არანაირი კონტაქტი არ იქონიონ ადმინისტრაციასთან,
რადგან ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან
შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge