ყოფილ
ფეხბურთელ კახი კალაძეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ. საქმე ეხება განვლილ სეზონში, 22
აპრილს ჯენოა–სიენას მატჩისას მომხდარ ინციდენტს.
ჯენოა
ანგარიშით 3:0 მარცხდებოდა, როდესაც გუნდის გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მაისურების
გახდა მოსთხოვეს. 40 წუთის განმავლობაში თამაში შეჩერებული იყო და მათ მიმართ
სხვადასხვა დამამცირებელი შეძახილები ისმოდა.
გამოძიება
მიიჩნევს, რომ პროვოცირება თავად ფეხბურთელებმა მოახდინეს.
ცოტა ხნის
წინ კი, იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია ეჭვობდა, რომ „ჯენოას“ ყოფილი
მცველი კახი კალაძე ჩაწყობილი და გაყიდული მატჩების საქმეში იყო გარეული.
„Goal.com“
იუწყებოდა, რომ „ზენიტის“ მცველთან, დომენიკო კრიშტოსთან ერთად კალაძე
შეთანხმებული თამაშების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.
უფრო ადრე,
გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო
მასშტაბური გამოძიება ე.წ. ჩაწყობილი მატჩების თაობაზე. ეჭვმიტანილი იყო 61
ადამიანი 22 კლუბიდან. ამ საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს კიდეც „ლაციოს“
კაპიტანი სტეფანო მაური და „პადოვას“ ნახევარმცველი ომარ მილანეტო, ასევე დაკითხეს
„ზენიტის“ მცველი დომენიკო კრიშტო. ამის გამო მან, შესაძლოა, "ევრო-2012-იც" კი
გამოტოვოს.
internet.ge