GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
12:19 14.09.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 15-16 სექტემბერს, კახეთში, თელავისა და ყვარლის რეაბილიტაციის დასრულება ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცევა. კახეთის მცხოვრებლები და მისი სტუმრები ულამაზესი სანახაობის მონაწილეები გახდებიან. საზიემო ღინისძიება ორდღიან უწყვეტ თეატრალურ სპექტაკლად გადაიქცევა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

განახლებული ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის ტერიტორია, ჩოლოყაშვილის ისტორიული ქუჩა უამრავ სტუმარს უმასპინძლებს. სტუმრების საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ მოძრაობის თაეტრის და ცირკი „შაპიტოს“ მასხიობებიც.  განახლებული ჩოლოყაშვილის ქუჩა ზღაპრების გმირების სასეირნო ადგილად გადაქცევა.

ერეკლეს მოედანზე თელავში და სახალხო ბაზრობაზე ყვარელში გიგანტურ საწნახელებში მსურველები შეძლებენ ღვინის დაწურვაში მონაწილეობას, კახური ყურძნისა და ჩურჩხელის დაგემოვნებას. ყვარლის  ქუჩების კუთხეში დამთვალიერებლებს საკუთარი ხელით შეეძლებათ თიხის ნივთების უძველესი წესით დამზადება, ფარდაგების ქსოვის პროცესში მონაწილეობა, თექაზე მუშაობა და ხევსურული სამოსის ორნამენტების მოქარგვა.

თელავში ღონისძიებებს ცნობილი ჯგუფის „ჯიბსი კინგის“ ახალგაზრდა წევრების კონცერტი და ულამაზესი ფეიერვერკი დაასრულებს. ნამდვილ თეატრალურ სანახაობად  კი, ყვარლის ციხის მიმდებარე ტერიტორია გადაიქცევა, თელავის ისტორიული წარსულს მეციხოვნეები, სახლთუხუცესები, ეთნოგრაფიულ სამოსში გამოწყობილი მეომრები გააცოცხლებენ. ულამაზესი ფოიერვერკის შემდეგ ხალხურ სიმღერებს გიორგი უშიკიშვილის ანსამბლის „ლაშარის“  მომღერლები შესარულებენ, ბოლოს კი სცენა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებს დაეთმობათ. 

„კახეთის ისტორიულ ქალაქებში რაებილიტირებული ობიექტების ჩამონათვალი ძალიან მაშტაბურია, აღდგენითმა  სამუშაოებმა თელავი და ყვარელი სრულად მოიცვა. თელავში აღდგენილია ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ისტორიული იერი დაუბრუნდა ჩოლოყაშვილის ქუჩას, ფერი იცვალა ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამ. დასრულდა ყვარლის ციხის რეაბილიტაციის პროექტიც, გაიხსნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამედროვე ოფისი და სასტუმრო რუმს ჰოტელი. ორივე ქალაქში, თელავს და ყვარელში გაიხსნა იუსტიციის სახლები.

კახეთის რეაბილიტაციის პროგრამა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს კოორდინირებით განხორციელდა. ამ პროექტიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. სამომავლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთსა და ლაზიკაშია დაგეგმილი“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს1
ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება2
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო3
რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლის ბაღი გაიხსნა4
ციხიდან 200 პატიმარი გაიქცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X