GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ეროვნულ ბანკს ავღანეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
16:18 11.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ეროვნულ ბანკს, გატარებული რეფორმებისა და ინოვაციური სისტემების გაცნობის მიზნით, ავღანეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრებმა ქართველი კოლეგებისგან საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„ეს უკვე მესამე უცხოური ცენტრალური ბანკია, რომელიც, საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც წარმატებულ მაგალითს, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით ეწვია. მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, პაპუა ახალი გვინეისა და ეთიოპიის ცენტრალურ ბანკებს უმასპინძლა. მათი ვიზიტიც ასევე მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით განხორციელდა“,- განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ამერიკული კომპანია „მონტრანის“ მიერ შემუშავებული ახალი თაობის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ჰიბრიდული სისტემა წარმატებით დაინერგა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე იმ ინსტიტუტების სიაშია, რომლებსაც მსოფლიო ბანკი წარმატებულ მაგალითად ასახელებს ინოვაციური და პროგრესული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ავღანელი კოლეგები სწორედ მსოფლიო ბანკის რჩევით ეწვივნენ ეროვნულ ბანკს, რათა ადგილზე გაეცნონ იმ რეფორმებსა და სისტემებს, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში დავნერგეთ - ეს არის ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიური სისტემები, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს გადარიცხვები სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტუმრები  ეროვნული ბანკის შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სისტემის  სხვადასხვა კომპონენტების დემონსტრირებას დაესწრნენ.

„ავღანეთის ცენტრალური ბანკის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ მოგვეცა შანსი გავცნობოდით გადახდის ახალ სისტემას, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დანერგა. ჩვენ, ავღანეთის ცენტრალური ბანკის ორი წარმომადგენელი, მსოფლიო ბანკის დახმარებით და რეკომენდაციით, ვესტუმრეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს და გავეცანით რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემას (RTGS). მსოფლიო ბანკი ავღანეთში ახორციელებს ორ პროექტს, რომლებიც გააძლიერებს ავღანეთის ცენტრალურ ბანკს და ზოგადად ავღანეთის ფინანსურ სექტორს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაგვიზიარა თავისი გამოცდილება ამ საკითხში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვესტუმრეთ სხვადასხვა დეპარტამენტებს და დეტალურად გავეცანით ახალ სისტემას“, - განაცხადა ავღანეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური სექტორის განვითარების პროექტის გენერალურმა დირექტორმა ზალმეი შერზადიმ. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ცენტრი მოინახულა1
მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო2
გია ბარამიძე: ჩვენ ვართ საქართველოს პატრიოტები და ჩვენი ადგილი ევროპაშია3
გიორგი ჭანტურიას 53 წელი შეუსრულდებოდა4
ილია II: „ღვთის წყალობითა და ლოცვა-კურთხევით ყველამ უნდა ვიცვალოთ ფერი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X