პატიმარი ქალი ტიმოშენკოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ სკანდალურ ინტერვიუს იძლევა (VIDEO)
უკრაინის პენიტენციალურმა
სამსახურმა გაავრცელა კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ იულია ტიმოშენკოსთან ერთად
საკანში მყოფი პატიმრისა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ასევე ინტერვიუში
განაცხადა, რომ ტიმოშენკო ცრუობს და ყველას ავადმყოფად აჩვენებს თავს.
იულია აბაპლოვა ახალ
ინტერვიუში ამბობს, რომ ეს განცხადებები მას არანაირი ზეწოლის შედეგად არ
გაუკეთებია.
მისივე თქმით,
ექს-პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო მას პიარისთვის იყენებდა.
„ტიმოშენკო და მისი გუნდი
უბრალო ადამიანებზე იკეთებენ პიარს. ჩვენ გვსურს, რომ თავი დაგვანებობნ, ჩვენ აქ
კარგად ვართ, არავინ შეურაცხგვყოფს და ტიმოშენკოს ეს ინსინუაციები ჩვენთვის
გაუგებარია,“ - განაცხადა პატიმარმა.
აბაპლოვას განცხადება
გამოწვეულია იმით, რომ მისი წინა ინტერვიუს შემდეგ ტიმოშენკოს თანაპარტიელებმა
ზეწოლაზე ისაუბრეს, რომლის შედეგადაც, თითქოს, აბაპლოვამ, ყოფილი პრემიერის
საჯაროდ დისკრედიტაცია სცადა.
Internet.ge