„ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
„ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე ქუთაისისა და იმერეთის მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.
შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა სფეროდან წარმოდგენილ ორგანიზაციები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მამუკა
მღვდელაძემ
შეხვედრაზე „ახალი მემარჯვენეების“ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა უმუშევრობისა და განათლების პრობლემებზე. ასევე ისაუბრეს ჯანდაცვაზე და რიგ სოციალურ პრობლემებზეც.
Internet.ge