გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მთელს მსოფლიოში
ბავშვთა სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა.
ანგარიშის მიხედვით,
გასულ, 2011 წელს სულ 6,9 მილიონი 5 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. 1990 წელს კი აღნიშნული
მაჩვენებლები 12 მილიონს უტოლდებოდა.
UN–ის მიერ
გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის
შემცირების მიუხედავად, მათი
გარდაცვალების მაჩვენელები მაინც მაღალია და უკეთესი შედეგის მისაღწევად უფრო მეტი
ძალისხმევაა საჭირო.
„ყოველწლიურად ჯერ
კიდევ 19,000 ბავშვი იღუპება“, – ნათქვამია
UN–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხუთ წლამდე ბავშვთა
გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – შემთხვევათა 80%, საჰარის სამხრეთ
ნაწილსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში ფიქსირდება.
Internet.ge