GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ახალი სასწავლო წლიდან 83 ახალი „მომავლის კლასი“ ამოქმედდება
16:15 14.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს მასშტაბით 83 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ მოეწყო. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი  „მომავლის კლასები“ ყველა რეგიონის დიდი ქალაქების სკოლებში გაიხსნება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის „მომავლის კლასი“ დაათვალიერა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, "მომავლის კლასი“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული სმარტდაფა და თოთხმეტი მონიტორი. ულტრათანამედროვე ტექნიკის საშუალებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, დამონტაჟებული მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას  უზრუნველყოფს.  ”მომავლის კლასებიდან“  საქართველოს მასშტაბით არსებულ  ყველა ”მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი.

გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით  თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს  მათ კომენტარი.

მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის  გაკვეთილები. სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და  სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები).

მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია  და აუდიო სისტემა ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაციის  საშუალებას იძლევა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქდმ" ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად კონსტიტუციის ცვლილებას მოითხოვს1
ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღეს ულოცავს2
ანდრია ურუშაძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა3
"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პოლიტიკური პარტიების ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს4
სასამართლომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X