მედიამონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაციაზე ტელევიზიებზე დაკვირვების შედეგები მიმოიხილეს
სლოვაკურმა
ორგანიზაციამ
"მემო 98"-მა და "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" მედიამონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციაზე 11 ტელევიზიის საეთერო დროის დაკვირვების შედეგები
იყო მოცემული.
წარმოდგენილ ანგარიშებში დაკვირვება ორ პერიოდს მოიცავს - 1-დან 5 ივლისის ჩათვლით და 23 ივლისიდან 5 აგვისტომდე შუალედს.
კვლევის
ავტორებმა
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
საქმიანობა
"კარგ
ხარისხად"
შეაფასეს.
თუმცა ორგანიზაციების წარმომადგენლები
ხარვეზებზეც
საუბრობენ.
"მაესტროსა" და "მე-9 არხის" შემთხვევაში საუბარია თოქ-შოუების
წამყვანების
მიკერძოებულობაზე.
ანგარიშის
თანახმად,
მისაღებ ხარისხს აკმაყოფილებს
"რუსთავი
ორი"
და "იმედი".
ანგარიშის
ავტორები
11-ვე ტელეკომპანიას ურჩევენ, შეცვალონ გაშუქების ტონი, მეტი ყურადღება დაუთმონ ბალანსის დაცვას და დასვან მიუკერძოებელი შეკითხვები.
Internet.ge