მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 15 სექტემბრისთვის
23:46 14.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. გაუფრთხილდით ძვირფასეულობას და მოერიდეთ პროვოკაციულ წინადადებებს, ვალუტის გაცვლასა და ძვიფასი საგნების შეძენას, მნიშვნელოვან შეხვედრები სჯობს გადაიტანოთ. მოიმატებს შინაგანი დისკომფორტი. ეს მთვარის 29-ე, მძიმე ენერგიების დღეა. კარგია ლოცვა, მონანიება, პატიება, ემოციებზე კონტროლის შნარჩუნება. მარალია ცდუნებების, კონფლიქტების ალბათობა. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. დღეს ყველა ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს. საიდუმლო ადვილად გამოაშკარავდება. მინერალებიდან სასიკეთოა: ამეთვისტო, ზურმუხტი, სელენიტი, მალაქიტი, ვარდისფერი კვარცი, ყვითელი და მწვანე იასპი. ფერებიდან დადებითია: ყვითელი, ნაცრისფერი, ყავისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ოქრისფერი. მძიმე სიზმრები არ ახდება. სასიკეთო დღეა დასუფთავება-დალაგებისათვის, სწავლისათვის, საქმიანი მიმოწერისათვის, ვაჭრობისათვის, დიეტის დასაწყებად, თმების შესაჭრელად (შემდგომ ნელა გაიზრდება), ციფრული მასალის ანალიზისათვის, ქიმწმენდისათვის, ტექსტების რედაქტირებისათვის. დღე არ უწყობს ხელს ქორწინებასა და სასიყვარულო შეხვედრებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, გამოცდების ჩაბარებას, ახალ ნაცნობობას. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. დღე დადებითია მორიელისა და თხის რქისათვის. უარყოფითია ვერძისა და ტყუპებისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|