სირიაში, მხარეების გარკვეული შეთანხმების მიღწევის მიუხედავად,
სიტუაცია მაინც დაძაბულია.
BBC-ის ცნობით, გაეროსა და
არაბეთის ლიგის წარმომადგენელი სირიში - კოფი ანანი, აცხადებს, რომ მან დამსაკოსგან
ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შესრულების გარანტია მიიღო.
„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები სირიის ხელისუფლებასთან და მივიღეთ
პოზიტიური პასუხები მათგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ
ყველა მხარე პატივს სცემდეს შეთანხმებას“ - განაცხადა ანანმა.
მისი თქმით, თუ ყველა მხარე პატივს სცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
შეთანხმებას, უკვე ხუთშაბათს, დილის 6 საათისთვის, სიტუაცია ადგილზე ბევრად
გაუმჯობესებული იქნება.
თუმცა, ჯერ საჭირო ნაბიჯები არ გადადგმულა. სულ მცირე 100 ადამიანი იქნა მოკლული სამშაბათს
ჰომსში ახალი დაბომბვის შედეგად; სამხედრო აქტივობები ოთხშაბათს დილითაც
გრძელდება.
სირიის ხელისუფლებისთვის ქალაქებიდან
ჯარებისა და შეიარაღების გაყვანის ბოლო ვადა ხუთშაბათია, თუმცა, აქამდე რეგიონში
ძალადობის შემცირების მცირედი ნიშანიც კი არ დაფიქსირებულა.
Internet.ge