უკვე ორი თვეა
კამბოჯელი რაი რონგის სახლთან გაუთავებელი რიგებია. 3 წლის ბიჭუნამ სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც მძიმედ დაავადებული დეიდა
განკურნა, რომელსაც ექიმებმა ვერაფერი უშველეს. მაშინ რაიმ სამკურნალო ბალახები
შეაგროვა, მოხარშა და დეიდას დაალევინა. ქალი, რომელიც უკვე სიკვდილს იყო
შეგუებული, მალევე განიკურნა.
ბავშვი პაციენტებს
ფულს არ სთხოვს. ნახევარი დოლარიც საკმარისია. ბალახების გარდა, როგორც ამბობენ,
ბიჭუნას შეხებით მკურნალობაც შეუძლია. კამბოჯელებს მასთან სხვადასხვა ნივთები
მიაქვთ და რაის სახლთან მიწაზე აწყობენ, რომ ბიჭუნა მათ შეეხოს.
რაის
ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი, რომელიც 5 ბავშვიდან მესამეა ოჯახში,
გამორჩეულია. ის ბევრს არ ლაპარაკობს. უყვარს სამკურნალო ბალახების მოგროვება,
შემდეგ კი ამბობს - „აიღეთ ეს და განიკურნებით“.
66
წლის ქალი ყვება, რომ შვება მაშინვე იგრძნო, როგორც კი დალია წყალი, რომელსაც რაი
რონგი შეეხო.
ახლა
რაის ოჯახს სურს, რომ ბავშვმა შეწყვიტოს მკურნალობა, რადგან ძალიან გადაღლილია და
თავად შეიძლება გახდეს ავად.
ოჯახი
მედიის წარმომადგენლებს მკურნალობის პროცესის გადაღების უფლებას არ აძლევს, რადგან
მშობლების თქმით, პატარა მკურნალს არ მოსწონს ჟურნალისტების თანდასწრებით მუშაობა.
internet.ge