აშშ-სა და ისრაელის
დროშები დაწვეს დემონსტრანტებმა ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან.
აქციაში 200-მდე ადამიანი
მონაწილეობდა, რომლებიც ანტიამერიკულ ლოზუნგებს ყვიროდნენ.
მათ ხელმძღვანელობდა
თავისი ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი ანჯეი ჩუდარი, რომელიც ექსტრემისტული
ჯგუფის - „მუსულმანები ჯვაროსნული ლაშქრობების წინააღმდეგ“ ოფიციალურ
წარმომადგენლად ითვლება.
დემონსტრანტთა
ტრანსპარანტებზე იყო წარწერები: „ამერიკა - ისლამისა და მუსულმანების მტერი“,
„ძირს აშშ“, „დაიწვი აშშ“, „ბარაკ ობამა პასუხს აგებს“. ზოგიერთები კი აშშ-სა და
დიდ ბრიტანეთში შარიათის შემოღებისკენ მოუწოდებდნენ.
აქციის მონაწილეებმა
განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ აპროტესტებენ აშშ-ში გადაღებულ ფილმს „მუსულმანთა
უცოდველობას“ და ამასთან, მათი გამოსვლა მშვიდობიანია.
აქციის ადგილზე პოლიცია
იყო მობილიზებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით მათ ორი ადამიანი დააკავეს.
რაიმე სახის ძალადობა
აქციაზე არ დაფიქსირებულა.
Internet.ge