სანქცირებული აქციისთვის, რომელზეც განაცხადის თანახმად,
ორგანიზატორები 25 ათასამდე მონაწილეს ელოდებიან, სამართალდამცველებიც ემზადებიან.
ეს უკვე მესამე „მილიონების მარშია“, რომელსაც ქუჩებში გამოყვანილი 7
ათასი პოლიციელი გააკონტროლებს.
სამართალდამცველები აქციაზე მოსვლის მსურველებს წესრიგის დაცვისკენ
წინასწარ მოუწოდებენ.
მოწოდებებს აკეთებს რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმიც. გენადი
ონიშენკომ რეკომენდაცია მისცა გაციებულ ოპოზიციონერებს: „სასურველია ყური მიუგდოთ
თქვენს ჯანმრთელობას. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, თავი შეიკავეთ ქუჩებში
მსვლელობისგან, რათა შეინარჩუნოთ საპროტესტო ძალები“ - მიმართა მან ოპოზიციას.
დღევანდელ აქციაზე ოპოზიცია გეგმავს მოითხოვოს პოლიტიკური რეფორმების
გატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე გაჟღერდება სოციალური
მოთხოვნებიც.
internet.ge