ფილმი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ძალადობა გააღვივა და
მსხვერპლი გამოიწვია, ინტერნეტში ჯერჯერობით, ფრაგმენტებად არის გავრცელებული,
ავტორის თქმით, მალე სრულ ვერსიადაც გავრცელდება.
ნაკულა ბესლი ნაკულამ, 55 წლის ეგვიპტელმა კოპტმა, რომელიც
კალიფორნიაში ცხოვრობს, ამერიკულ არაბულენოვან რადიოსადგურს განუცხადა, რომ წუხს
და თავს დამნაშავედ გრძნობს იმ ძალადობის გამო, რამაც აშშ-ის ელჩის ლიბიაში
დაღუპვა განაპირობა, თუმცა დასძინა, რომ სინდისის ქენჯნას არ განიცდის.
ის აცხადებს, რომ თავად დადო ინტერნეტში 14 წუთიანი ეპიზოდი ამ
ფილმისა და ახლა მისი სრულმეტრაჟიანი ვარიანტის გავრცელებაზეც ფიქრობს.
ნაკულას თმით, ფილმის შექმნისას მისით არავინ მანიპულირებდა.
ეს ადამიანი თავს „არაბ მოაზროვნეს“ უწოდებს, რომელიც „ისლამის
საქმეებითაა დაინტერესებული“.
Internet.ge