თურქეთის
ოპოზიციურმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის შსს-ს შეკითხვა გაუგზავნა დევნილთა საქმეებში გაეროს
უმაღლესი კომისრის სპეცწარმომადგენლის, მსახიობ ანჯელინა ჯოლის სირიელი დევნილების
ბანაკებში ვიზიტთან დაკავშირებით.
როგორც
ცნობილია, ეს ბანაკები თურქეთის ტერიტორიაზეა განთავსებული.
პარტიას ეჭვები აღუძრა იმ ფაქტმა, რომ ანჯელინა ჯოლისთან თურქეთში გამართული
რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა შეხვედრა დახურული იყო.
ოპოზიციას
ასევე აინტერესებს, ხომ არ უნდა ჩაითვალოს
მსახიობის ვიზიტი, თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტების გაგრძელებად.
სახალხო-დემოკრატები
ეკითხებიან სამინისტროს, აქვს თუ არა მას სადაზვერვო მონაცემები იმის თაობაზე, რომ
ანჯელინა ჯოლი, თითქოსდა ამერიკული სპეცსამსახურის აგენტია, რომელსაც „ამერიკული
დაზვერვის მიერ ომის პოლიტიკის წარმოების ფონზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
ევალება“.
ჰოლივუდის
მსახიობი, რომელიც დევნილთა
საქმეებში გაეროს უმაღლესი კომისრის სპეცწარმომადგენელია, თურქეთის
სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია გაზიანტეპში გაეროს დევნილთა საქმეების სააგენტოს
ხელმძღვანელთან ანტონიო გუტერეშთან ერთად სირიელ დევნილთა ბანაკებში იმყოფებოდა.
ჯოლი თურქეთის
პრეზიდენტმა აბდულა გიულმა და შს მინისტრმა მიიღეს.
internet.ge