გეომაგნიტური დღეა. დღეს ახალმთვარეობაა. სასიკეთო
ენერგიების ნაკლებობა მეტად განაპირობებს ჯანმრთელობის გაუარესებას, ცუდ
გუნება-განწყობას, კონფლიქტებს, ავარიულობას, ტრავმატულობას, დანაკარგებს, აგრესიისა
და დეპრესიის გამოვლიენებებს, ცდუნებებსა და შეცდომებს, რაც განსაკუთრებულ
ყურადღებას მოითხოვს ყველასაგან.
ხშირად შეისვენეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახსა
და ახლობლებთან ურთიერთობას. მოერიდეთ სარკასტულ გამონათქვამებს. რთული დღეა
სიყვარულისა და ქორწინებისათვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის.
მინერალებიდან სასიკეთოა: ლაზურიტი, ჟადეიტი,
აქატი, ვარდისფერიკვარცი, ყვითელი და მწვანე იასპი.
ფერებიდან დადებითია: ყვითელი, ნაცრისფერი,
ყავისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი.
სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. საკვებ რაციონში
ნუ შეიტანთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. სასიკეთო დღეა
დასუფთავება-დალაგებისათვის, სწავლისათვის, საქმიანი მიმოწერისათვის,
ვაჭრობისათვის, დიეტის დასაწყებად, თმების შესაჭრელად (შემდგომ ნელა გაიზრდება),
ციფრული მასალის ანალიზისათვის, ქიმწმენდისათვის, ტექსტების რედაქტირებისათვის.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაწლავთა სისტემა,
ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
დღე დადებითია კუროსა და თევზებისათვის, უარყოფითია – ლომისა და სასწორისათვის.
Internet.ge