საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
საქართველოში აღმშენებლობის ეპოქა და საგანმანათლებლო აღორძინება იწყება. აღნიშნული
განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა ბაგრატის ტაძრის კურთხევისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა უწმიდეს და უნეტარესს ბაგრატის ტაძრის
აღდგენის იდეისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბაქრატის ტაძრის კურთეხა ხელთქმნილი ერთიანობის იდეის
სიმბოლური განსახიერებაა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ უწმიდესო ინიციატივისთვის. თქვენთან
ერთად მინდა ყველა იმ ადამიანს უდიდესი მადლობა გადავუხადო, ვინც ტაძრის აღდგენაში მონაწილეობა
მიიღო“,– აღნიშნა სააკაშვილმა.
საუბრისას პრეზიდენტმა ილია მეორე თავისი საგანმანათლებლო
ღვაწლის გამო ილია მართალს შეადარა და აღნიშნა, რომ უწმიდესის ლოცვა-კურთხევით საქართველოში
ათობის სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულება შეიქმნა.
„ერის ძალიან დიდი
აღორძინების ეპოქა იწყება. ერის სულიერებისა და ეროვნული სულისკვეთების საქმეს
კი ილია მეორე უძღვება. ქართველებს გვყავდა ილია ჭავჭავაძე, დღეს მის გზას ილია მეორე
აგრძელებს“,– დასძინა მიხეილ სააკაშვილმა და ბაგრატის ტაძარში მყოფ მეუფე კალისტრატეს
მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
internet.ge