45 წლის ბრიტანელმა ქალმა შემთხვევით პატარა ზომის
კბილის ჯაგრისი გადაყლაპა, რომელმაც მას საყლაპავი გაუხია, თუმცა
ექიმებისთვის ამ შემთხვევის შესახებ თავად არაფერი უთქვამს.
ამბავი მას შამდეგ გაირკვა, რაც ქალის გაუარესებულ
ჯანმრთელობას ექიმები თვეების მანძილზე უშედეგოდ მკურნალობდნენ.
გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ პაციენტის
ორგანიზმში ხის კბილის ჯაგრისი იყო მოხვედრილი, რომელმაც საყლაპავი დააზიანა და
ღვიძლში გაიჭედა.
ჯაგრისი ოპერაციის შედეგად ამოიღეს.
Internet.ge