ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში გადაღებული ფილმის - „მუსულმანთა უცოდველობის“ შემქმნელი ნაკულა ბასილი ნაკულა დაკითხვის შემდეგ, გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.
პოლიციაში მისვლისას ეს ადამიანი საგულდაგულოდ ემალებოდა პაპარაცებს და სახეს იფარავდა.
მანამდე ნაკულა კალიფორნიაში ცხოვრობდა, ახლა კი, ალბათ, ისეთ ადგილზე იმალება, სადაც ვერავინ იცნობს - წერს „ასოშეითედ პრესი“.
ნაკულა ამტკიცებს, რომ ლოჯისტიკურ და საორგანიზაციო დახმარებას უწევდა ფილმის ავტორებს, მაგრამ რეჟისორი, თავად, არ არის.
ფილმის რეჟისორად დასახლებეულია სემ ბეისილი, თუმცა დღემდე დაუზუსტებელია, ვინ იმალება ამ სახელისა და გვარის უკან.
Internet.ge