GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართავს
15:50 17.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  სოციალური დახმარებების სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები უნდა გადაიხედოს. 

„საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაიხედოს სოციალური დახმარებების სისტემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები, რათა მოხდეს საარსებო შემწეობის შენარჩუნების მიზნით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ გენდერული ძალადობის არსებული ფაქტების დამალვის/უგულებელყოფის ტენდენციის თავიდან აცილება და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური დაცვის  გარანტიების განმტკიცება;  ასევე, შემუშავდეს ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და ასევე არასამთავრობო სექტორში არსებულ თავშესაფრებს შორის, რათა, მსხვერპლის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის ღონისძიებები არ მოვიდეს წინააღმდეგობაში მისი და მისი შვილების სოციალური დაცვის ღონისძიებებთან“,- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქემ, რომელიც ითხოვდა დახმარებას ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობისგან დაცვის მიზნით.

„ქალბატონი და მისი არასრულწლოვანი შვილი არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. კერძოდ,  ყოფილი მეუღლე, დედამთილი და ოჯახის სხვა წევრები მათზე პერმანენტულად  ახორციელებდნენ ძალადობას. აღნიშნულის გამო ისინი  იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში. სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ განხორციელდა არაერთი მცდელობა ქალბატონისა და მისი შვილის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში რეფერირების კუთხით; თუმცა, ქალბატონმა ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა, რისი მიზეზიც ფინანსური დახმარების ძირითადი წყაროს – საარსებო შემწეობის დაკარგვის საფრთხე აღმოჩნდა. ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ აღნიშნული პრობლემის სისტემური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ  აღნიშნული ფაქტორი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან თავშესაფარში გადასვლაზე უარის თქმის საფუძველი ხშირად ხდება, რაც თავის მხრივ მათ უსაფრთხოებას  საფრთხის ქვეშ აყენებს“,- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თელავში რამდენიმე სახლის კედელი ჩამოინგრა1
ფოთის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს2
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.3
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?4
სათვალთვალო კამერამ ჟურნალისტის შემზარავი მკვლელობა გადაიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X